15, მაისს, 15:00 საათზე, ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართება აქცია: „განიხილე 32 400!“.
აქციის მიზანია პოლიტიკურ ასპარეზზე ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა.
აქციაში მონაწილეობას მიიღებენ ჟურნალისტები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, გამგეობებისა და საკრებულოების წარმომადგენლები, 500-ზე მეტი ადამიანი საქართველოს ყველა რეგიონიდან.
ღონისძიების ორგანიზატორია „გენდერული თანასწორობის ქსელი“.
“საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ქუთაისში შესვლა და პარლამენტთან თავმოყრა დაიწყება 13:00 საათიდან”, – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.