დღეს, 16 მაისს, კონკურსის “კულტურული ინიციატივა” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. აღნიშნული კონკურსი ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურმა გამოაცხადა.
კონკურსის ბიუჯეტი 75 ათას ლარს შეადგენდა და იგი 9 პროექტზე გადანაწილდა. დაფინანსება მიიღეს პროექტებმა:
1. ქუთაისის კულტურული ძეგლების ინტერნეტ გზამკვლევი- დავით კეთილაძე
2. ალტერნატიული ქუთაისი – მუსიკალური ჯგუფი “Crossrood”
3. “დღეები და ღამეები”- ნინო ლომაძე
4. “ქალაქი” – ნანა უგულავა
5. ქუთაისის მუზეუმის მე-17 საუკუნის ხელნაწერი წიგნის “იამბიკო – ანუ ღვთისმშობლის დაუჯდომელი” გამოსაცემად მომზადება და გამოცემა – ციცინო მუმლაძე
6. “Kutaisi Rock City Festival” – ირაკლი კაცაძე
7. კონსტანტინე ლორთქიფანიძის “ცაბუნია” – თენგიზ ჯავახაძე
8. “იცნობ შენს ქალაქს, გააცანი სხვას!” – საინიციატივო ჯგუფი “თანამოაზრეები”
9. “გახსოვდეს შენი ისტორია” – შპს “ძველი ქალაქი” ირაკლი მაჩიტიძე
კონკურსი 2012 წლის 18 მარტს გამოცხადდა. მერიის კულტურის სამსახურში სულ 77 პროექტი შევიდა. გამარჯვებულები 11 კაციანმა კომისიამ გამოავლინა.