May 21, 2013

მერაბიშვილი შესაძლოა დააკავონ

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე მყოფი ვანო მერაბიშვილი, შესაძლოა დააკავონ. პროკურატურის წინ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მობილიზაცია მიმდინარეობს. “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო სასამართლოში დაკითხვაზე 12 საათზე შევიდა.