May 22, 2013

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩებიან

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თარიღი ამ დროისათვის უცნობია.

დაკავებულების ადვოკატების განცხადებით, პროკურატურას დაკავებულებისათვის აღმკეთის შეფარდების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსაათვის არ მიუმართავს. ბრალდების მხარეს ამისათვის 48 საათი აქვს. ამიტომ, სასამართლო პროცესი დღეს ან ხვალ უნდა გაიმართოს.

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი ამ დროისათვის იმერეთის სამხარეო სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩებიან.

ადვოკატების განცხადებით, არც ერთი მათგანი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.