May 22, 2013

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის ადვოკატი იზოლატორში შესვლას ელოდება

იმერეთის სამხარეო სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორთან ცოტა ხნის წინ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატი მივიდა.

გიორგი გელხაურის თქმით, ის დაკავებულებს მოინახულებს, რის შემდეგადაც, განაცხადებას გააკეთებს.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ამ დროისათვის დაკავებულების საქმეში სიახლე არაფერია.

სამხარეო სამმართველოსთან კი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების აქცია ამ დრომდე გრძელდება.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ქვეყნაში დიქტატურისა და ავტორიტარიზმის დამყარების საფრთხე არსებობს.

აქციის ერთ–ერთი მონაწილის, ელისო კეთილაძის თქმით, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავება ხელისუფლებას 17 მაისის მოვლენების გადასაფარად დასჭირდა.