May 23, 2013

მერაბიშვილს ქუთაისის ციხეში გადაიყვანენ

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, ყოფილ პრემიერ მინისტრს ქუთაისის ციხეში გადიყვანენ. ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს მას შემდეგ გაათავისუფლებენ, როდესაც ის გირაოს სახით დაკისრებულ 20 000 ლარს გადაიხდის. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებით ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ჭიაბერაშვილს გირაოს გადახდა დაეკისრა.