June 4, 2013

ქუთაისის ახალ მერს საკრებულო ხვალ დაამტკიცებს

ქუთაისის ახალ მერად დიმიტრი კოპალიანს ქალაქის საკრებულო ხვალ, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცევბს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება, 5 ივნისს რიგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე უკვე გამოიცა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც ქალაქის ახალი მერი უნდა დაამტკიცონ, ხვალ, 15 საათზე გაიმართება.
ცნობილია, რომ ქალაქის ახალი მერის დამტკიცების შემდეგ, მერიაში რეორგანიზაცია განხორციელდება. ქალაქის ახალი ვიცე–მერების ვინაობა უკვე ცნობილია.
შეგახსენებთ, რომ მერის შესარჩევმა საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ დიმიტრი კოპალიანი, მერობის მსურველ 69 კანდიდატთა შორის აარჩია.
კომისიის გადაწყვეტილება დაწუნებულ კანდიდატებს საპრეტენზიო კომისიაში არ გაუსაჩივრებიათ.
ქუთაისის მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილ მერს ბესიკ ბრეგაძეს საკრებულომ მიმდინარე წლის აპრილში უნდობლობა გამოუცხადა.