June 4, 2013

“პატრიოტები” დღეს ქუთაისის მომავალ მერს შეხვდებიან

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის ფრაქცია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები დღეს ქუთაისის მომავალ მერს, დიმიტრი კოპალიანს შეხვდებიან.
“პატრიოტები” კოპალიანთან შეხვედრას დღეს, 16:00 საათზე გამართავენ.
ხვალ კი დიმიტრი კოპალიანს ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქალაქის ახალ მერად დაამტკიცებენ.