June 20, 2013

ქუთაისის მერიაში თანამშრომელთა გათავისუფლებების ახალი ბრძანებები მზადდება

ქუთაისის მერიაში ამ წუთებში იმ პირების გათავისუფლების ბრძანებები იწერება, რომლებიც რეორგანიზაციის შედეგად სამსახურს დატოვებენ.

„მერიიდან გათავისუფლებულთა შესახებ ახალი მონაცემები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. ჩემთვის გასათავისუფლებელთა ვინაობა და რაოდენობა უცნობია, რადგან კადრების განყოფილება იურისტებთან ერთად გათავისუფლების ბრძანებებს ამ წუთებში ამზადებს,“ – ამბობს მერის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგო თოფურიძე.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის, ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის შედეგად 9 სამსახურის უფროსია გათავისუფლებული.