განათლების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი საჩხერეში, სოფელ სხვიტორში, აკაკი წერეთლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.
მიმდინარე წელს აკაკის დაბადებიდან 173 წლის იუბილე აღინიშნება.
ღონისძიებები წერეთლის სახლ-მუზეუმში გაიმართა. ადგილზე შედგა მწერლის ოცტომეულიდან სამი ტომის პრეზენტაცია, რომლის გამოცემა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა დაიწყო.
მინისტრმა მუზეუმს უნიკალური ექსპონატი, აკაკი წერეთლის ხელჯოხი გადასცა.