ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თენგო თოფურიძე ქალაქის მეოთხე ვიცე-მერი გახდა.
ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ სამსახურების გაყოფიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მეოთხე ვიცე-მერის შტატის დამატება.
თოფურიძე ქუთაისის მერიაში ინფრასტრუქტურის, დასუფთავების, შესყიდვებისა და ზედამხედველობის სფეროებს გაუწევს კურირებას.