ქუთაისის მერიიდან ორი ვიცე-მერი გაათავისუფლეს.
გათავისუფლებულების, ამირან ძოწენიძისა და კოტე რატიანის განცხადებით, მათი სამსახურიდან გაშვება ქალაქის მერის, დიმიტრი კოპალიანის ბრძანებით მოხდა.
ვიცე-მერები აცხადებენ, რომ უცნობია, რის საფუძველზე მოხდა მათი გათვისუფლება.
მომხდარის შესახებ საუბარს ყოფილი ვიცე-მერები ბრიფინგზე გეგმავენ, რომელიც “ნაციონალური მოძროაბის” ქუთაისის ოფისში, 13:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში ოთხი ვიცე-მერის შტატია.