July 8, 2013

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ქუთაისშიც იგეგმება

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების სამი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. მორიგი განხილვა გაიმართება ხუთშაბათს, 11 ივლისს, 14:00 საათზე, სასტუმრო „ბაგრატში“ (ა.წერეთლის მე–2 შესახვევი, #2ა).


საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტი საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების უფლებას ეხება; მეორე ცვლილების პროექტი – პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაზე კონტროლს; ხოლო მესამე ცვლილება – კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად საჭირო კვორუმს.შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.


საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ხორციელდება.