თავად კოპალიანი ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. განათლების მინისტრის შესაძლო კანდიდატურების შესახებ მედია მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ბათუმში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი თანამდებობას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო უახლოეს დღეებში დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარის კანდიდატურაც განიხილება.
July 11, 2013
განათლების მინისტრი დიმიტრი კოპალიანი გახდება?