July 16, 2013

პატიმრების რაოდენობა 60 პროცენტით შემცირდა

2013 წლის 15 ივლისის მდგომარეობით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 9279 ბრალდებული/მსჯავრდებული, რაც 2012 წლის 15 ივლისის მაჩვენებელთან (23292) შედარებით შემცირდა 14013 (60.2%-ით) ერთეულით.

2013 წლის 15 ივლისს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან საპატიმრო სასჯელისაგან გათავისუფლდა 1 ბრალდებული/მსჯავრდებული.

2013 წლის 15 ივლისის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 8713-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 433-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა (№2 დაწესებულება – 5, №3 დაწესებულება – 4, №5 დაწესებულება – 424) და 25-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა (№8 დაწესებულება – 6, №11 დაწესებულება – 12, №17 დაწესებულება – 6, №18 დაწესებულება – 1) ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა.

წყარო: http://www.mcla.gov.ge/?action=news&lang=geo&npid=1514