ქუთაისში, “ოქროს ჩარდახის” მიმდებარე ტერიტორიაზე “იმერეთის ღვინის ფესტივალი 2013” მიმდინარეობს. ფესტივალზე იმერეთის რეგიონში საოჯახო ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციაა წარმოდგენილი. ფერმერებმა, ფესტივალის სტუმრებს ყურძნის ადგილობრივი ჯიშების – ცოლიკოურის, ციცქას, ოცხანურ-საფერავის, ძელშავის და ოჯალეშის ღვინოები გააცნეს. “მსგავსი ღონისძიებები იმერელი მეღვინეებისთვის მნიშვენლოვანია. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას და მხოლოდ ერთ ადგილზე არ ვიქნებით ჩაკეტილი,” – ამბობს სოფელ ფერსათში მცხოვრები მეღვინე, დავით კოხოძე. იმერეთის ღვინის ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი “იმერეთის ტრადიციული მეღვინეობის ასოციაციაა”. ასოციაციის ხელმძღვანელის, კოტე რატიანის თქმით, ფესტივალი შემოდგომაზეც ჩატარდება და ტრადიციულ სახეს მიიღებს. “იმერეთის ღვინის ფესტივალი 2013”-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. ანალოგიური ფესტივალი ქართლში უკვე გაიმართა. საქართველოს დანარჩენ რეგიონებში ღვინის ფესტივალი მომავალში გაიმართება.
August 11, 2013
იმერეთის ღვინის ფესტივალი ქუთაისში