August 20, 2013

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია – საარჩევნო უბნებს გამოცდილი კადრებით დავაკომპლექტებთ

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა 150 განაცხადია შესული ამ დროისთვის. თითოეული საარჩევნო უბანი საოლქოდან 6 წარმომადგენლით უნდა დაკომპლექტდეს. განცხადებების შეტანის შემდეგ, საარჩევნო უბნების კომისიის წევრებს ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის 13 კაციანი შემადგენლობაშეარჩევს. “შერჩევისას ყურადღება მიექცევა კვალიფიციურ და გამოცდილ კადრებს”, – ამბობს ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი. შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების შეტანა გუშინ, 19 აგვისტოს დაიწყო და 3 სექტემბრამდე გაგრძელდება.