ქუთაისის მერის მოვალეობას, დღეიდან 11 სექტემბრამდე ვიცე–მერი კოტე ლომიძე შეასრულებს. თავად ქალაქის მერი, დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გავიდა. აღნიშნულის შესახებ newpress.ge-ს კოტე ლომიძემ განუცხადა. “ქალაქის მერს ოჯახური პრობლემები აქვს და ამიტომ გავიდა შვებულებაში. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცი”,– განაცხადა newpress.ge-სთან სატელეფონო საუბრისას მერის მოვალეობის შემსრულებელმა. შეგახსენებთ, ხვალ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ქუთაისის მერისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას გეგმავდნენ.
August 22, 2013
ქუთაისის მერის ადგილი ვიცე-მერმა დაიკავა