August 23, 2013

ქუთაისში სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია

ამ წუთებში, ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია. ცენტრალური მოედანი გადეკიტილია და ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიციის ავტომანქანები. საპატრულო პოლიცია დღეს, ახალი, რებრენდირებული ავტომანქანებისა და ფორმების გადაცემისთვის ემზადება. შეგახსენებთ, დღეს ქუთაისის საპატრულო პოლიციას შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 25 ერთეულ ავტომანაქნას გადასცემს. ტექნიკის გადაცემა, დღეს 15:00 სათზე არის დაგეგმილი.