August 30, 2013

ქუთაისის მერიის თანამშრომლები დონეცკში მეშახტეების დღის აღსანიშნავად მიავლინეს

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოავლეობის შემსრულებლის, ვახტანგ წოწონავას და მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ტატო ლილუაშვილის მივლინებისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 319 ლარი გამოიყო.
მერიის ადმინისტარციული სამსახურის წარმომადგენლები სამ დღიანი (23–26 აგვისტო) ვიზიტით უკრაინის ქალაქ დონეცკში იმყოფებოდნენ.
ვახტანგ წოწონავას განმარტებით, მათი უცხოეთში ვიზიტი, დონეცკში მეშახტეების დღის აღნიშვნას უკავშირდებოდა.