September 11, 2013

ქუთაისის მერიასთან გაფიცული მძღოლები ავტობუსების გადაყვანას პარლამენტის წინ გეგმავენ

ქუთაისის მერიის წინ გაფიცულ საავტობუსო ხაზებზე დასაქმებულ მძღოლებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების განმარტებით მერიის წინ გამოყვანილი ავტობუსები და მიკროავტობუსები სხვა ტრანსპორტის გადაადგილებას უშლის ხელს.

გაფიცული მძღოლები ძალოვნების აღნიშნული მოთხოვნის შემდეგ, ტექნიკის გადაყვანას პარლამენტის შენობის წინ აპირებენ.