ქუთაისის მერიის კულტურის სამსახური განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის მიზეზი გახდა გარკვეული “თაღლითობა”, რომელიც კულტურის სამსახურის სახელით ხორციელდება. ხსენებული სამსახურის მთავრი სპეციალისტის, თამთა თურმანიძის ინფორმაციით, გაურკვეველი პირები სხვადასხვა საწარმოებს აკითხავენ და კულტურის სამსახურის სახელით საქველმოქმედო ღონისძიების დასაფინანსებლად ფინანსურ მხარდაჭერას თხოვენ. “ეს ინფორმაცია ჩვენთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც რამოდენიმე მოქალაქე დაგვიკავშირდა და გვითხრა ამ ფაქტის შესახებ. რატომღაც ჩვენ დაგვდეს ეს “პატივი” და ჩვენი სახელით ახორციელებენ ამ თაღლითობას. ამიტომ გავაკეთეთ განცხადება, რომ ვინმე არ მოტყუვდეს და მათ ხაფანგში არ გაებას”, – აღნიშნავს თამთა თურმანიძე.
September 23, 2013
ქუთაისში თაღლითები გამოჩნდნენ – კულტურის სამსახური აფრთხილებს – ხაფანგში არ გაებათ