September 25, 2013

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე წვიმს

ქუთაისის საკრებულოს დარბაზში, სადაც ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს წყალი ჩამოვიდა. თუმცა, ამის მიუხედავად სხდომა მაინც გრძელდება. დღევანდელ, რიგით 33–ე სხდომაზე ქუთაისის მერიის ოთხი სამსახურის – ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის, საფინანსო–სარევიზიო და ეკონომიკის სამსახურების 8 თვის მუშაობიბს ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ქუთაისის მერიის ტრასნპორტის სამსახურის უფროსმა ანაგარიში უკვე წარადგინა. აღნიშნული ანგარიში კი საკრებულოს “ნაციონალმა” დეპუტატებმა დაიწუნეს. “სამსახურის უფროსი აზრზე არ არის, თუ როგორ უნდა წარმოადგინოს ანგარიში,” – განაცხადა საკრებულოს “ნაციონალმა” დეპუტატმა გია უკლებამ.