ქუთაისში, პრემიერ მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატთან, გიორგი მარგველაშვილთან მიმდინარე შეხვედრაზე ქუთაისის ყოფილი მერი, დიმიტრი კოპალიანიც იმყოფება. ამ წუთებში ამომრჩევლებს გიორგი მარგველაშვილი მიმართავს. მისი თქმით ორ კვირაში კოჰაბიტაცია დამთავრდება.
შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისში, ე.წ ასსაფეხურიან კიბეებთან მიმდინარეობს ამომჩევლები ქვიტირიდან და თერჯოლიდან ავტობუსებით ჩამოიყვანეს.
October 13, 2013
ქუთაისში ივანიშვილთან და მარგველაშვილთან შესახვედრად ქალაქის ყოფილი მერიც მივიდა