October 18, 2013

ქუთაისში წყლის მიწოდება დღის ბოლოსთვის აღდგება

ქუთაისის მოსახლეობას დღეს დილიდან წლის მიწოდება შეუწყდა. როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრში აცხადებენ, შეზღუდვა ჩვეულებრივ, თვეში ერთხელ, მიმდინარე გეგმიური სამუშაოების გამო მოხდა. ამჯერად კომპანიის მიერ აღდგენითი სამუშაოები მუხიანისა და ფარცხანაყანების სათავე ნაგებობებზე მიმდინარეობს. ასევე, მოხდება დაზიანებული მილსადენებისა და უკუსარქველების შეკეთებითი სამუშაოების შესრულება.

როგორც ქუთაისის სერვის ცენტრში განაცხადეს, დღეს დღის ბოლოსთვის სამუშაოები დასრულდება და პირველ ეტაპზე წყლის მიწოდება იმ უბნებში აღდგება, სადაც წყალი გრაფიკის მიხედვით, საღამოს საათებში მიეწოდებათ.