October 18, 2013

ქუთაისში სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

ქუთაისში “არა ოკუპაცია, არა ოლიმპიადას!” ფარგლებში საპროტესტო კვირეული გრძლედება. დღეს, ქუთაისში შექნილმა საინიციატივო ჯგუფმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმოწერების შეგროვების მიზნით პეტიცია დაარიგა.
“იმედია, ჩვენი ერთკვირიანი პროტესტი შედეგს გამოიღებს”, – განმარტა საინიციატივო ჯგუფის ერთ–ერთმა წევრმა თემურ ცამციშვილმა. მისივე თქმით, სოჭის ოლიმპიადიას წინააღმდეგ ხელმოწერები საპროტესტო აქციების პარალელურად გროვდება. რომელსაც მიმდინარე თვის ბოლოს, პრემიერ–მინისტრს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს წარუდგენენ.