July 24, 2013

ჯონი დეპი გადაღებების დროს ცხენიდან ჩამოვარდა

ვესტერნული მითოსის რიმეიკის გადაღებების დროს, ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯონი დეპი ცხენიდან ჩამოვარდა და ჩლიქების ქვეშ მოჰყვა. რეჟისორი გორ ვერბინსკი ჟურნალ Cinema-თან საუბრისას აცხადებს, რომ ეგონა, მსახიობი ვერ გადარჩებოდა.

რეჟისორის განცხადებით, ინციდენტი იმან გამოიწვია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები საცხენოსნო სცენების გადაღებას შეჩვეულები არ არიან. „ჰოლივუდში ვესტერნებს თითქმის არ იღებენ“, – ამბობს გორ ვერბინსკი.

უხერხულ სიტუაციას ჯონი დეპმა თავი კარგად გაართვა, ის მაშინვე წამოდგა და სცენის გადაღება გაგრძელდა.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით