ქუთაისის #120 უბანზე ამომრჩეველმა ხმა პირადობის მოწმობის ასლით მისცა. აღნიშნული დარღვევა საარჩევნო უბანზე “სამართლიანი არჩვენების” დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომლის მხრიდან საჩივარი დაიწერა.
120-ე უბანზე დაფიქსირებულ დარღვევაზე “სამართლიანი არჩევნები” საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.