“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქარველოსთვის” ქუთაისის ორგანიზაციის სარჩევნო შტაბის ხელმღვანელის, ივლიანე ნაჭყებიას განმარტებით, ქალაქის საარჩევნო უბნებში კარუსელების ფაქტები არის გამოვლენილი. ივლიანე ნაჭყებიას თქმით, კონკრეტული დარღვევები ქუთაისის 29-ე, -მე-40, 82-ე და 109-ე საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა. “მაგალითად, დაფიქსირდა, რომ მაია ჭელიძემ, რომელმაც უკვე ხმა ერთხელ მისცა, მეორედ ხმის მიცემას 109-ე საარჩევნო უბანზე აპირებდა”, – აცხადებენ აღნიშნული ორგანიზააცის საარჩევნო შტაბში. როგორც ივლიანე ნაჭყებია აცხადებს, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში “კარუსელებს” არჩვენების გაყალბებაში გამოცდილი პარტია ახორციელებს.
October 27, 2013
ნინო ბურჯანაძის ქუთაისის შტაბი – “კარუსელებს” გამოცდილი პარტია ატრიალებს