October 27, 2013

მეუფე კალისტრატემ ქადაგების დროს მრევლს დღევანდელ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ საკუთარი არჩევანი ქუთაისის N 54-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. მეუფე კალისტრატემ საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა. თუმცა, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მეუფემ მრევლს მიმართა ყველამ მოიხადოს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი დღევანდელ არჩევნებზე წასვლით და მათ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, რათა მათი წილი ხმები არავინ მიითვისოს.