October 27, 2013

ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 38,79%-მა მიიღო

20 საათის მონაცემებით, ქუთაისში 127-ვე საარჩევნო უბანი დახურულია. არჩევნებში მონაწილეობა ქუთაისში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 38,74%-მა მიიღო (63179 ამომრჩეველი). “გაცილებით დაბალი მაჩვენებელია გასულ წლის არჩევნებთან შედარებით. დაბალი აქტივობა იყო ქუთაისში,” – განაცხადა ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა. ქუთაისში სულ 158 ათასი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.