October 27, 2013

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 9 საჩივარი შევიდა

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროის მონაცემებით, 9 საჩივარია შესული. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, საჩივრების განხილვა ხვალ დაიწყება. “არცერთი საჩივარი არ არის ისეთი, რომლითაც რომელიმე უბნის შედეგების გაუქმების საკითხი დადგება,” – აცხადებს ავთანილ ოსეფაიშვილი.