ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიამ 129–ვე უბნიდან მიღებული ხმები უკვე დათვალა. პირველ ადგილი ხმების 56, 33–ით (35 255 ხმა) “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს ერგო. მეორე ადგილზე მიღებული ხმების 26,65%–ით (16 678 ხმა) “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი “დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოსთვის” საპრეზიდენტო კანდიდატს, ნინო ბურკანაძეს ერგო, რომლემაც ქუთაისში ხმების 10,17% მიიღო (6 364 ხმა).
ქუთაისში129 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. აქედან 2 – სპეცუბანს წარმოადგენდა. არჩევნებში მონაწილეობა ქუთაისში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 39,37%-მა მიიღო (62587 ამომრჩეველი). ქუთაისში სულ 158 ათასი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
October 28, 2013
ქუთაისში ყველა უბანი დათვლილია – მარგველაშვილი 56,33%, ბაქრაძე – 26,65%, ბურჯანაძე – 10,17%