October 30, 2013

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება

ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა ბრალდებული მერაბიშვილი დღევანდელ სასამართლო სხდომას.
დღევანდელ პროცესზე მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება. ე.წ. ფიქტიური დასაქმებების საქმეზე 3969 მოწმიდან ამ დროისათვის ბრალდების მხოლოდ 14 მოწმეა დაკითხული.