October 31, 2013

ძროხებისთვის დაწესებული მოძრაობის წესების დარღვევისთვის მეპატრონე დაჯარიმდება

თუ ძროხები მათთვის დაწესებულ მოძრაობის წესებს დაარღვევენ ამისთვის მათი პატრონი ან მეხრე დაჯარიმდება. პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილა, რომლებიც გზებზე პირუტყვის გადაადგილების წესებსა და დარღვევებისთვის დაწესებულ სანქციებს ეხება.
ამ ეტაპზე 10 ლარიანი ჯარიმის დაწესება განიხილება იმ შემთხვევაში, თუ პირუტყვი საავტომობილო მოძრაობას წესების დარღვევით შეაფერხებს.
წყარო:epn.ge