ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელის, გია შარაბიძის განმარტებით, აღებული პასუხისმგებლობა მისი სურვილის საწინააღმდეგოა.
„ნამდვილად არ მინდოდა ეს პასუხისმგებლოდა და ეს აუცილებლად დააფიქსირეთ. მაგარმ რადგან დამაკისრეს, შევასრულებ კიდევაც მერის მოვალოებას 20 ნოემბრამდე“, – განმარტავს გია შარაბიძე.
მერის მოვალეობის შემსრულებლად შარაბიძის დანიშვნის თაობაზე განცხადება საკონკურსო საატესტატო კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. მისი თქმით, ვიცე-მერის დანიშვნა მერის მოვალეობის შემსრულებლად მასთან შეთანხმებით მოხდა.
თუმცა, აღნიშნულ განცხადებას წინ უძღვოდა ხანგრძლივი კონსულტაციები. დანიშვნამდე ნახევარი საათით ადრე კი, თამაზ მარგველაშვილი და გია შარაბიძე მერიის შენობიდან უცხო პირებმა წაიყვანეს.