November 6, 2013

ხარაგაულისა და ჭიათურის ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება

ხარაგაულისა და ჭიათაურის ტყეში, ხანძარი რომელიც გუშინ გაჩნდა, ამ დროდე არ არის ლიკვიდირებული.
ქუთაისის მერიის სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფი დღეს დილით გაუშვეს. „დილით გავუშვით ერთი ჯგუფი. ვფიქრობ, ეს საკმირისი იქნება, რადგან სხვადასხვა რეგიონებიდანაც არიან ჯგუფები ადგილზე მობილიზებული“, – განმარტავს ქუთაისის მერიის სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, რამაზ ყიფიანი.
ხარაგაულის ტყეში ცეცხლი სამ ჰექტარ ტერიტორიას მოედო, რის გამოც ხანძარი ჭიათურისკენაც გავრცელდა.