სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე ი/მ “ზურაბ ჩხიკვაძის” სასურსათო მაღაზიიდან სარეალიზაციოდ გამოტანილი ათეულობით ქათამი ამოიღეს.
“მათ დამახასიათებელი სუნი ჰქონდა და ორგანოლეპტიკურად გაფუჭებული იყო.
აღნიშნული პროდუქტი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდა,” – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.