ქუთაისში, გია მაისაშვილის „ლიდერთა სკოლის“ წინასწარდაგეგმლი პრეზენტაცია მომხდარი ავარიის გამო ჩაიშალა. პრეზენტაცია დღეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ უნდა გამართულიყო.
როგორც ცნობილი გახდა, ქუთაისში პრეზენტაციის გასამართად მომავალ გია მაისაშვილს ხაშურში ავტოავარია შეემთხვა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, გია მაისაშვილმა მხოლოდ მსუბუქი ტიპის დაზიანებები მიიღო.
ქუთაისში „ლიდერთა სკოლის“ პრეზენტაცია გაურკვეველი დროით გადაიდო.