December 9, 2013

საქართველოს მასშტაბით ამ დროისათვის 200 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა

საქართველოში ამ დროისთვის ელექტროენერგია 200 000-მდე აბონენტს არ მიეწოდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება ენერგოკომპანია პრო-ჯორჯიას მენეჯერმა პეტრე კაჭკაჭიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ამ დროისთვის მობილიზებულია ქვეყნის მასშტაბით ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც დაზიანების ადგილზე მუშაობენ. პრო-ჯორჯიას დაბალი ძაბვის სამსახურის უფროსის გიგა მამისეიშვილის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე რთული მდგომარეობა დასავლეთ საქართველოშია. აჭარა, გურია, სამეგრელო,იმერეთი – ეს ის მხარეებია, სადაც ენერგოკომპანია პრო-ჯორჯიას დამატებითი ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ. „პარალიზებულია ზემო აჭარა, რადგან ჩვენც დამოკიდებული ვართ ამინდზე. მთავარი დაზიანება გამოწვეული არის უამინდობის გამო, თუმცა შევეცდებით ხვალისთვის სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან ობიექტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგეთ”, – განმარტავენ პრო -ჯორჯიაში.