აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს, ირაკლი ჯიშკარიანს ძალოვანი უწყების წარმომადგნელები აშინებენ – აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი, ლევან ჭანჭალეიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. “ახალგაზრდული ორგანიზაციების და ძალოვნების “მეგობრობა” გრძელდება. დღეს აწსუ სტუდენტური თვითმმართველობა-ის პრეზიდენტ ირაკლი ჯიშკარიანს დახვდა შსს 5 თანამშრომელი და უთხრეს, რომ თუ ჭკუით არ იქნებოდა პროკურატურასთან ექნებოდა საქმე. რაღაც დაშინების ახალი სტრატეგიაა მგონი ძავლოვნების მხრიდან, ამ ჭკუით ყოფნაში რას მოიაზრებენ კიდე ჩორტ იევო ზნაეტ,” – წერს ლევან ჭანჭალეიშვილი.
აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – FaceBox; რუბრიკაში ხვდება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალები და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.
August 17, 2013
ქუთაისში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს ძალოვნები აშინებენ