December 17, 2013

იმერეთის გუბერნატორი – ველოსიპედით უნდა მოვსულიყავი თუ ფეხით, ეს სხვა დროს გავარჩიოთ

რა ავტომანქანით მივიდა იმერეთის ახალი გუბერნატორი, ზაზა მეფარიშვილი პირველ სამუშაო დღეს სამხარეო ადმინისტრაციაში? – აღნიშნულ შეკითხვას ზაზა მეფარიშვილმა დღეს მედიასთან გამართულ შეხვედრაზე უპასუხა.”მე მოვედი გუბერნატორის მანქანით. ველოსიპედით უნდა მოვსულიყავი თუ ფეხით, ეს სხვა დროს გავარჩიოთ,” განაცხადა ზაზა მეფარიშვილმა.
შეხვედრაზე tv3-ის ჟურნალისტმა გუბერნატორს, იმ თანმხლებ პირებზეც კითხა, რომლებიც მას სამხარეო ადმინისტრაციაში მისვლის დროს ახლდნენ, რომლებიც სავარაუდოდ, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები იყვნენ.
“ადამიანები ვართ და მეგობრებთან ერთად სიარულს პრობლემად არ ვთვლი”, – აღნიშნა იმერეთის გუბერნატრმა, ზაზა მეფარიშვილმა.

ახალი გებერნატორები ქვეყნის პრემიერმინისტრმა თანამდებობებზე 13 დეკემბერს დანიშნა.

იმერეთის ახალ გუბერნატორს ზაზა მეფარიშვილს ამ დრომდე შსს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა.