December 23, 2013

NDI – საქართველოში გადაწყვეტილების მისაღებად რელიგიური მრწამსი 56 პროცენტისთვის მნიშვნელოვანია

საქართველოში ყოველდღიური გადაწყვეტილების მისაღებად რელიგიური მრწამსი 56 პროცენტისთვის მნიშვნელოვანია. ეს შედეგები აჩვენა მიმდინარე წლის 13-დან – 27 ნოემბერის ჩათვლით, საერთაშორისო ორგანიზაცია NDI-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი რელიგიური მრწამსი ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებაში? – 32 პროცენტისტვის ძალიან მნიშვნელოვანია, 10 პროცენტი ნეიტრალურია, 2 პროცენტისთვის უმნიშვნელოა, ხოლო 1 პროცენტისთვის ძალიან უმნიშვნელო.
ქვეყნის მასშტაბით სულ გამოიკითხა 3 915 ადამიანი. კვლევაში საშუალო ცთომილების ზღვარი 2 პროცენტია. წარმომადგენლობითი შერჩევა მოხდა თვითმმართველ ქალაქებშიც – ქუთაისი, ბათუმი, ფოთი და რუსთავი. კვლევა ჩატარებულია რამდენიმე ეტაპად. რომელიც დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ(sida) მიერ.