December 23, 2013

ბუბა კუდავა – ტაო-კლარჯეთში აღმოჩენილი ფრესკები დროულ ფოტოფიქსაციას საჭიროებს

ისტორიკოსებმა ტაო-კლარჯეთში ამ დრომდე უცნობ 500-მდე ფრესკას მიაკვლიეს.

ფრესკები ექსპედიციის შედეგად, კოპის ციხე-სიმაგრეში, კლდეში ნაკვეთ ეკლესიაში აღმოაჩინეს.

“კლდეში ნაკვეთ ეკლესიაში მეცნიერებისთვის აბსოლუტურად უცნობი ფრესკები და წარწერებია. კოპის ციხე-სიმაგრე მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად აქტუალურია ტაო-კლარჯეთის ისტორიული კომპლექსის შესწავლა და რამდენ სიახლეს და აღმოჩენას გვპირდება ის,” – ამბობს ისტორიკოსი ბუბა კუდავა.

მისივე ვარაუდით, კოპის ციხე-სიმაგრეში აღმოჩენილი კლდეში ნაკვეთი ეკლესია, სავარაუდოდ მე-13 მე-14 საუკუნით უნდა თარიღდებოდეს.

ისტორიკოსების თქმითვე, ფრესკები მძიმე მდგომარეობაშია და აუცილებელია მათი დროული და დეტალური ფოტოფიქსაცია მოხდეს და ტაო-კლარჯეთში ექსპედიციები გაგრძელდეს.

ტაო-ლრჯეთში ექსპედიცია ერთი თვის წინ მოეწყო. ექსპედიციაში ისტორიკოსებთან ერთად, ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის თანამშრომლები და მთავსვლელთა და მოგზაურთა კლუბ “თეთნულდის” წევრებიც იმყოფებოდნენ.