December 31, 2013

ქუთაისში ხანდაზმულთა პანსიონატის მოხუცებს საახალწლო ნობათები გადაეცათ

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ ხანდაზმულთა პანსიონატი მოინახულა და პანსიონატის ბენეფიციარებს საახალწლო ნობათები გადასცა.

ხანდაზმულთა თქმით, მათთვის თბილ სიტყვას და მოკითხვას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მატერიალურ დახმარებას.

შოთა მურღულიამ მათ პირობა მისცა, რომ გვერდში დაუდგება საჭიროების შემთხვევაში. “ძალიან გვიყვარხართ და ჩვენ თქვენს გვერდით ვართ”, – მიმართა შოთა მურღულიამ პანსიონატის მოხუცებს.

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში 95 ბენეფიციარია.