შესაძლოა ამჟამინდელი საპატრულო ავტომობილები ახალი მოდელის ავტომობილებმა ჩაანაცვლოს. როგორც შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელი, ვიკა კლიმიჩევას ამბობს, ახალი ავტომობილი შსს-მ საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლების მიზნით სატესტო რეჟიმში ჩამოიყვანა. “შსს-ში ყოველწლიურად მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება. ახალი ავტომობილი შსს-მ საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლების მიზნით სატესტო რეჟიმში ჩამოიყვანა. ამ ეტაპზე, დაზუსტებული არ არის, კონკრეტულად ამ ფოტოზე ნაჩვენები მოდელით მოხდება თუ არა ავტოპარკის განახლება. ფოტოზე ნაჩვენები მოდელის გარდა, სხვა მოდელებიც განიხილება”,- ამბობს შსს-ს პრესსამსახურის თანამშრომელი, ვიკა კლიმიჩევა.
წყარო: ambebi.ge
January 21, 2014
როგორი იქნება პატრულის ახალი ავტომობილები – შსს ავტოპარკის განახლებას გეგმავს