January 24, 2014

სოლიდარობა უკრაინელ ხალხს! – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, დღეს ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი საია-ს ქუთაისის ფილიალია. აქციის ორგანიზატორები მონაწილეებს უკრაინის დროშის ფერებში მისვლას თხოვენ (ყვითელი, ლურჯი).
აქცია, 18 საათზე დაიწყება.