February 12, 2014

ქუთაისის მერია ელექტრო ტექნიკის შესაძენად 42 ათას ლარს ხარჯავს

ქუთაისის მერიამ ელექტრო ტექნიკის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.

11 ტელევიზორი, 13 მაცივარი, 8 დისპენსერი, 28 კონდენციონერი, 2 ვენტილატორი, 10 ტელევიზორის პულტი და ამდენივე ტელევიზორის საკიდი – ეს იმ ელექტრო საქონლის ჩამონათვალია, რომელთა შესაძენად ქუთაისის მერიამ 41 930 ლარი გამოჰყო.

ახალი ტექნიკა ქუთაისის საკრებულოს, მერიის და მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის არის განკუთვნილი, რომელთა შესაძენად მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის 7 თებერვალს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 13 თებერვალს სრულდება.