February 12, 2014

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობიდან გათავისუფლებაზე განცხადებას დღეს გააკეთებს

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით, შოთა მურღულია საგანგებო განცხადებას დღეს გაავრცელებს. აღნიშნულის შესახებ newpress.ge-ის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შოთა მურღულია საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლებულია თანადებობიდან.