ამ წუთებში ქუთაისის მერიასთან პოლიციის მობილიზება მიმდინარეობს. დღეს, როგორც ცნობილია ქუთაისის მერის მოვალეობის თანამდებობიდან გადაყენებული შოთა მურღულიას მხარდამჭერები ფართობასშტაბიანი აქციის გამართვას აპირებენ. მერიის წინ აღნიშნული აქცია 11 საათიდან დაიწყება. შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან, გუშინ, საკრებულოს თავმჯდომარის 12 თებერვლის ბრძანების საფუძველზე იქნა გათავისუფლებული.

February 13, 2014
ქუთაისის მერიასთან პოლიციის მობილიზება მიმდინარეობს (Photo)